ქუთაისში, ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში, ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

სამორინეს თანამშრომლების თქმით, მამაკაცი თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში კი განმარტავენ, რომ მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.