ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ბინაში არავინ იმყოფება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.