ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

11:20, 10.12.2019

ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, გამოიყენოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ვაჟა ექიმი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და პროფესიული მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა აქციის მონაწილე თეონა გოგიშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგენს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი