ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, „აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ პროექტს, რომელიც არის კონკრეტული მაგალითი და ამავე დროს, გარანტი იმისა, რომ სქართველო იქნება წარმტებული ქვეყანა 21-ე საუკუნეში და საქართველო იქნება წამატებული მღალტექნოლოგიურ სექტორში.

მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიროები არიან ისეთი გიგანტები, როგორი არის: „ვოლვო“. „ფოლცვაგენი“, „ფორდი“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამისთვის ქუთაისი შეირჩა.

„ჩვემ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდისტიული გამოცდილება,  ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მინდა, ქუთაისელებს მივულოცო ეს დიდი ამბავი“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში.

„ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“ იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროკპული ბაზარაზე საქართველოდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქარხანაში დამზადდება 4 მოდელის ელექტროავტომობილები, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს მოქალაქისთვის და ის იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

„ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ,  გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა, ასევე გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა. რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმილიყო ეს საწარმო“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახატაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი, თქმით, თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში იქნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება.

„ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი გამარჯვებები წინ მომავალში კიდევ უფრო ბევრი გვექნება” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია  თბილისში დღეს გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა:  „აიენერჯი“, „აიქარი“, „აიფოვერი“ და „აიფროდაქშენი“.