ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარი გაიხსნა
ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარი გაიხსნა

ქუთაისში ერთ-ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნა. ე.წ. მწვანე ბაზრის შესასვლელში სამართალდამცავები დგანან და მოქალაქეებს დისტანციის დაცვით, შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. ერთდროულად ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ათ მომხმარებელს შეუძლია. მათთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა, ასევე მოქალაქეებს ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ და ხელთათმანებს ურიგებენ.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოს დაცული და მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები დაცული იქნება, ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება.