ქუთაისში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

13:58, 19.02.2019

ქუთაისში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით თაბუკაშვილის #86-ში მოხდა. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულებთან იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი მივიდნენ. გიორგი ჭიღვარიას თქმით, დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება.

მსგავსი