ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე სახლს დაეცა

22:50, 30.11.2018

ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მისი ინფორმაციით, ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახურავი და კედლის ნაწილი დააზიანა. ​გუბელაძეების ოჯახმა სახლიდან მცირეწლოვანი ბავშვები ღამის გასათევად ნათესავებთან გადაიყვანა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

მსგავსი