ქუთაისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.