ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

„თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“, – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.

ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები ცუდად აისახება დემოკრატიის ხარისხზე.

„პროცესები, რაც მიდის აჭარის ტელევიზიაში საგანგაშო და ამაზრზენია, რაც ცუდად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე. ტელევიზიის დირექტორი, ერთი ხელით ანადგურებს მაუწყებლის იდეას და მეორე ხელით სამსახურიდან ათავისუფლებს პროფესიონალ კადრებს. ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს და ვუშვებთ გზავნილს, „თავისუფალი მედია“ შეზღუდვების გარეშე“, – მედიაზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დატოვე კომენტარი