ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეკრებილმა რამდენიმე პირმა ხელისუფლება მიწის გაყიდვაში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ჰესის მოწინააღმდეგებს, რომლებიც აქციას რიონის ხეობაში მართავენ.

დავით აღმაშენებლის ძეგლიდან აქციის მონაწილეები გუმათისკენ მსვლელობას გეგმავენ.