ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა
ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა

ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

ახალგაზრდების თქმით, ქუთაისში მდინარე რიონის ფერდები და ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილია, დაბინძურებულია, რაც დისკომფორტს ქმნის.

„მოხალისეები ყოველთვიურად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, რომელთა მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე გარემოს დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გარემოზე და ამავდროულად, მივიღოთ სიამოვნება სასარგებლო საქმის კეთებით“ – აცხადებენ მოხალისეები.

ქუთაისში, ისტორიულ ზონაში დაბინძურების პრობლემა ქალაქში პროტესტის მიზეზი ხშირად ხდება.