ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა

13:35, 26.01.2020

ქუთაისის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქცია მოეწყო წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის ნაპირზე და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლები და მოქალაქეები. ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.

მსგავსი