ქუთაისში, ჩორგოლიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები სასმელი წყლის დაბინძურებას უჩივიან
ქუთაისში, ჩორგოლიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები სასმელი წყლის დაბინძურებას უჩივიან

ქუთაისში, ჩორგოლიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით,  დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ონკანებში ქვიშიანი წყალი მოდის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში კი განმარტავენ, რომ პრობლემა ქუთაისის 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლას უკავშირდება.

მათივე თქმით, მდგომარეობა ხვალ დღის ბოლომდე გამოსწორდება.