ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა დღეიდან აიკრძალება
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა დღეიდან აიკრძალება

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა დღეიდან აიკრძალება.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გვიან ღამით, გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობაზე ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა.

ამჯერად იგივე აკრძალვა ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანს შეეხება.