ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი, თერმოსკრინინგის მოწყობილობის არქონის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმეს

20:39, 08.10.2020

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, შრომის ინსპექციამ მაღაზია „გრანდმოლს“ შენობის შესასვლელებში თერმოსკრინინგის დეტექტორები მოსთხოვა, რაც მათი თქმით, 2 000 ლარი ღირს.

„გრანდმოლის“ ადმინისტრაციის თქმით, მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, თუმცა ძვირადღირებული დეტექტორების შეძენის საშუალება არ აქვთ.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ცენტრის თანამშრომლები კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მსგავსი