ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ობიექტის გახსნას ითხოვენ
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ობიექტის გახსნას ითხოვენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი თვით ბაზარი დაიკეტა, ახლა კი, ადმინისტრაცია ბაზარს არ ხსნის და მიზეზად შესაბამისი პირობების არარსებობას ასახელებს.

მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი უმუშევარია და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ადმინისტრაცია შენობაში სხვა ობიექტის გახსნას გეგმავს. აქციას შეურთდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.