ქუთაისში, „ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში შეყვანილ ოთხს პაციენტს, მათ შორის ორსულს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში, „ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში შეყვანილ ოთხს პაციენტს, მათ შორის ორსულს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. შედეგების მიხედვით, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

პაციენტებს შორის იყო ორსული ქალი, რომელიც საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გუშინ საღამოს შეიყვანა. 33 კვირის ორსული ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან რვა წლის შვილთან ერთად, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. ის გუდაურში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკის ცხელების ცენტრში გადაიყვანა.

ორსული ქალი კლინიკიდან ბინაზე, თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაეწერა.

ამ დროისათვის ე.წ. ცხელების ცენტრში საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.