ქუთაისში, ბალანჩივაძის #2-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირის მილები დაზიანებულია
ქუთაისში, ბალანჩივაძის #2-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირის მილები დაზიანებულია

ქუთაისში, ბალანჩივაძის #2-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირის მილები დაზიანებულია.

როგორც ადგილობრივებმა პირველ არხს განუცხადეს, კორპუსის კედელზე ბუნებრივი აირის მილები წებოვანი ლენტით არის დამაგრებული, ქარის დროს ზიანდება და მილებიდან აირი გამოდის.

„რამდენჯერმე მივმართეთ შესაბამის სამსახურს, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ რადგან მილები შენობის გარეთ არის, ცეცხლიც რომ გაჩნდეს, არავის დააზიანებს. დაკარგული აირის ფულს კი აბონენტებს ახდევინებენ”-განაცხადა ბალანჩივაძის #2-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ტარიელ სილაგაძემ.

როგორც პირველ არხს კომპანია „სოკარის“ ქუთაისის სერვისცენტრის მენეჯერმა თეიმურაზ გვინგიამ განუცხადა, აღნიშნულ მისამართზე კომპანიის თანამშრომელი გამოძახებაზე არ ყოფილა. მისი განმარტებით, მილები წებოვანი ლენტებით სავარაუდოდ აბონენტმა თვითნებურად შეკრა.

„აბონენტებთან დაქსელვა აღნიშნულ კორპუსში არის გარე კედლებზე. ამ კორპუსში ჩვენი თანამშრომელი ნამყოფი არ არის გამოძახებაზე. წებოვანი ლენტით მილები სავარაუდოდ აბონენტმა თვითნებურად შეკრა, რათა რხევა არ ყოფილიყო. ფეთქებადსაშიში არ არის და ავარიის საშიშროება არ არის“, – განაცხადა თეიმურაზ გვინგიამ.