ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაშავდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაშავდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი