ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა

11:26, 01.11.2018

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. აღმაშენებლის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

მსგავსი