ქუთაისში, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

13:42, 25.07.2018

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ​ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.

​ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი