ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.

შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შედეგად, კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა.