ქუთაისში ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
ქუთაისში ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, გზაზე გადასვლისას მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.