ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს
ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს

ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ავღანეთის ომის ვეტერანებმა, ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.