ქუთაისში ავარიის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა
ქუთაისში ავარიის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.