ქუთაისში აქციაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ქუთაისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მდგომარეობა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.