ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა
ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ დალოცა.

მსვლელობის მონაწილეებმა მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცეს. ისინი ალილოზე მიღებულ საჩუქრებს დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.

საზეიმო მსვლელობას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ალილოს მსვლელობა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

დატოვე კომენტარი