ქუთაისში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე 73 წლისაა. ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.