ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 60-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 60-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო

ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 60-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინების გასაღები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ავარიულ შენობებში მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი, 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა. ბოლო რვა წლის განმავლობაში კი, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3 500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.