ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დააზიანეს
ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დააზიანეს

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დააზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტი, სამართალდამცველებთან ერთად, ადგილზე უკვე შეისწავლეს. მიმდინარეობს ძიება, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა სანქციები გატარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.