ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათი კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათი კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა N112-ში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

როგორც დევნილებმა განაცხადეს, 14 სართულიანი კორპუსი, სადაც წელიწადნახევრის წინ შესახლდნენ, საცხოვრებლად უვარგისია.

როგორც მათ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, კორპუსის სარდაფში წყალი დგას, ლიფტი კი, რამდენჯერმე ჩავარდა და საფრთხის შემცველია.

„რადგან დევნილები ვართ, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ? ვიდრე ეს ლიფტები ადამიანს არ იმსხვერპლებს, პატრონი არავინ გამოჩნდება“, – განაცხადა დევნილმა, ნანი ბოკუჩავამ.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, დევნილთა უწყებამ თანხები არაკანონიერად გახარჯა.

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა N112-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში 110 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.