ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართება
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.

ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის – „მედეას“ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრება. საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციას საზოგადოებას წარუდგენს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.