ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეეზოვეებს „გვირილობა“ მიულოცეს

09:12, 02.05.2020

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალებს „გვირილობა“ მიულოცეს.

კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში „ორმაისობა-გვირილობა“ წელს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.

„ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო,“ – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისელ მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერ-სახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი