ქუთაისში 73 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:29, 08.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 48 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 73 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა.

საკარანტინო სივრცეებში ვითარება არ შეცვლილა. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, კარანტინში კვლავ 316 პირი იმყოფება.

მსგავსი