ქუთაისში 54 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში 54 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კოვიდცენტრის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

54 წლის ქალი ორი კვირის წინ დაინფიცირდა. კლინიკის დირექტორ გიორგი ბაბუნაშვილის ინფორმაციით, ინფიცირების წყარო უცნობია. ის არ გამორიცხავს, რომ დაინფიცირება პაციენტისგან მოხდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა.

დატოვე კომენტარი