ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა.

ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1 300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

დატოვე კომენტარი