ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ 
ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ 

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დამატებით 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი