ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცემა
ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცემა

დევნილ ვეტერანთა ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადასცემს.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.