ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა,  ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო – 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.

„ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა – 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში – სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით ოთხ დიდ ქალაქში  – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, შესვლა და გასვლა აიკრძალება.