ქუთაისსა და ბათუმში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციები იმართება
ქუთაისსა და ბათუმში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციები იმართება

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, ქუთაისსა და ბათუმში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციები იმართება.

ქუთაისში, აქცია ასსაფეხურიან კიბესთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სოციალურ დისტანციას იცავენ. აქციაზე მყოფებს სახეზე ანტისაოკუპაციო ნიღბები უკეთიათ. აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქცია იმართება ბათუმშიც. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ მთავრი დაპირება, პროპორციული არჩევნები, დღემდე არ შესრულებულა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები იმყოფებიან. ორგანიზატორებმა ევროპის მოედანზე დააკრეს სტიკერები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით, რომელთა დახმარებითაც შეკრებილები ფიზიკურ დისტანციას იცავენ.