ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მიმდინარე წლის პირველი მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (სამი სკოლის მიმართულებით).

2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე. 2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან. ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.