ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, თბილისში შემცირდა
ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, თბილისში შემცირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 113 212 შეადგინა, რაც 25 ათასით, ანუ 18.1 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის ოქტომბერზე.

ამასთან, წინა თვეებისგან განსხვავებით, ბათუმში ოქტომბრის თვეში პოზიტიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 21 910 შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე ცხრა პროცენტით მეტია.

ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლის მეშვეობით მიმდინარე წლის ოქტომბერში 25 622 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 55.5 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 0.8 პროცენტით შემცირდა; ბათუმის აეროპორტში 6.1 პროცენტით, ქუთაისის აეროპორტში კი 44.4 პროცენტით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი