ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერთა შორისაა
ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორისაა.
საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს (+112.2 % 2018 წლის იანვართან შედარებით), ბათუმი კი მეოთხეს (+52.1 %).
ამასთან, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდა შენელდა, თუმცა საქართველოში ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა.