ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა თანამდებობა დატოვა 

14:41, 07.02.2019

ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ქუთაისის მერიაში დაუდასტურეს.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი იობაშვილს.

იობაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ გიორგი ჭიღვარიას მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა.

მსგავსი