ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - უახლოეს პერიოდში  შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დავიმატოთ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - უახლოეს პერიოდში  შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დავიმატოთ

ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” თურქული შეკრება დაასრულა, სადაც ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანში გუნდი უპირატესობას ფლობდა, სამი მატჩი მაინც წააგო და გამოჩნდა, რომ გუნდს შემსრულებლების დეფიციტი აქვს. თუმცა პირველ არხთან ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, გუნდი გაძლიერდეს.

„სამ შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. ანუ პოზიტივი არის, მაგრამ ვერ გაგვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამას ოფიციალურ თამაშებში მოვახერხებთ. სხვათა შორის, ჯერ დაკომპლექტება არ დაგვისრულებია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. უახლოეს პერიოდში შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ ორ ფეხბურთელთან გავაფორმოთ. მაღალი დონის მოთამაშის დამატებას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს” – ამბობს ჩხეტიანი.