ქუთაისის ტორპედოს დროებითი მმართველი – გუნდით უცხოელი და ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ

14:44, 16.10.2019
„ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენით რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფი დაინტერესდა. არიან ქართველებიც და არიან უცხოელებიც. ერთ-ერთი უკრაინული ბიზნეს-ჯგუფია, ერთიც ბრაზილიური ჯგუფია. რაც შეეხება ქართველების ინტერესს – ლაპარაკია „ალიანს ჰოლდინგზე“. ჩვენ სამივე ჯგუფის წარმოამდგენლებს შევხვდით და ვისაუბრეთ, მაგრამ ინვესტორის შემოსვლა და კლუბის გასხვისება ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არაა, ამას დრო სჭრდება“ – ამბობს ჩეჩელაშვილი.
გუნდის 3-მილიონიანი დავალიანების გასტუმრებაზე ქუთაისის მერიასა და „ტორპედოს“ იურიდიულ მფლობელს, ზაზა ჩაჩავას შორის დავა მაინც გაგრძელდება.  ვალის გასტუმრება ახალ ინვესტორს მოუწევს, რომ გუნდს დავალიანების გამო ეროვნული ლიცენზია არ ჩამოართვან.

მსგავსი