ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული სადებიუტო გოლზე - მსურდა, გოლი „ჯუნგლების“ ტრიბუნასთან აღმენიშნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული სადებიუტო გოლზე - მსურდა, გოლი „ჯუნგლების“ ტრიბუნასთან აღმენიშნა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, ალეკო ბასილაძემ კომენტარი გააკეთა წყალტუბოს „სამგურალთან“ სადებიუტო შეხვედრაზე, რომელშიც პროფესიულ დონეზე პირველი გოლი გაიტანა.

„უბედნიერესი ვარ. პატარაობიდან „ტორპედოს“ ვგულშემატკივრობ, თამაშებზე დავდიოდი და დღეს ამ კლუბის მაისურით გატანილი პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში ჩემთვის ძალიან ემოციურია.

წლების განმავლობაში ვხედავ „ჯუნგლებს“, რომლებიც წვიმასა თუ ქარში ყოველთვის გუნდის გვერდით არიან. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ქუთაისის სიყვარულია „ჯუნგლები“ და მსურდა, ეს გოლი სწორედ ამ ტრიბუნასთან აღმენიშნა“, – განაცხადა 18 წლის ალეკო ბასილაძემ მატჩის შემდეგ.

ქუთაისელი ფეხბურთელი ნახევარმცველია. „ტორპედოში“ 2023 წლიდან წლიდან ირიცხება. იყო საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებების წევრი, ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის მოთამაშეა.