ქუთაისის „ტორპედომ“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

22:55, 26.06.2025

ქუთაისის „ტორპედომ“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

მამუჩაშვილის კონტრაქტი „ტორპედომ“ ტირასპოლის „შერიფიდან“ გამოისყიდა. ჩვენი კლუბის ახალწვეული მოლდოვის ჩემპიონატის 2024-2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდში ყველა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ტორპედოს“ ახალწვეულს /საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

მამუჩაშვილი „ტორპდეში“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მსგავსი