ქუთაისის „ტორპედომ“ შემტევი ნახევარმცველი ვირჯილ პინსონი დაიმატა #1TVSPORT

21:49, 29.06.2026

ქუთაისური „ტორპედოს“ ინფორმაციით, 30 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, ვირჯილ პინსონმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1,5+1 სისტემით გააფორმა.

ქუთაისელთა ახალწვეული საფრანგეთში დაბადებული კამერუნელია. ვირჯილ პინსონი ვარჯიშობდა „ლე ავრის“ და „კლერმონის“ საფეხბურთო აკადემიებში, რომლის სახელითაც პროფესიული კარიერა დაიწყო.

მას მოგზაურ მოთამაშეს უწოდებენ, რადგან არაერთ ქვეყანაში უთამაშია – ბელგიურ „ვოლუვე-ზავენტემში“, ფრანგულ „ლიმოჟში“, თურქულ „ანტალიასპორში“, ბულგარულ „ლოკომოტივში“, რუმინულ „ბოტოშანში“, სომხურ „ნოაში“ და ისრაელის ბნეი რეინეჰის „მაკაბიში“, ხოლო საფრანგეთში „რეიმსის“ და „კვილი-რუენის“ ღირსებას იცავდა.

ქუთაისელთა ახალწვეული კონფერენსლიგის გასულ სეზონში ინდივიდუალური მაჩვენებლით ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ფრანგმა შემტევმა ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.

მსგავსი