ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა - სტივ კინი გუნდში რჩება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა - სტივ კინი გუნდში რჩება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ახალი სეზონიდან გუნდში ახალ პოზიციაზე, სპორტულ დირექტორად იმუშავებს – ინფორმაციას ქუთაისელების პრეს-სამსახური ავრცელებს.

„კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე.

დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში. მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის, ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

შოტლანდიელი სპეციალისტი დეკემბერში გადადგა, მაგრამ ქუთაისში მან ბევრი საინტერესო მოთამაშის ჩამოყვანა შეძლო და „ტორპედოს“ ადმინისტრაციამ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა არ ისურვა.